,,არ შემხვედრია უმრავლესობაში დეპუტატი, რომელიც არ აფიქსირებს ერთი და იმავე აზრს"– წულუკიანი


     „მე არ მგონია, რომ უმრავლესობაში არსებობენ მხარეები"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ განაცხადა.
 
     უმრავლესობაში, მე ვიცი, ერთი პოზიციაა, რომელიც არის როგორც ქალბატონი ეკას პოზიცია, ასევე ბატონი ირაკლის, ასევე ყველა იმ დეპუტატის, რომელიც მედიაში ამ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებია, მაგრამ მე მათთან მე მქონდა კოლეგიალური საუბარი და რეალურად, არ შემხვედრია უმრავლესობაში დეპუტატი, რომელიც არ აფიქსირებს ერთი და იმავე აზრს და ეს აზრი არის ერთსულოვანი, რომ კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს, რომ სიას ვერ ეყრებოდა კენჭი, იმიტომ რომ ის იყო ნაჩქარევად შედგენილი და რომ პროცესი უნდა გადასულიყო პოზიტიურ, ჯანსაღ და გამჭვირვალე ფაზაში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

​​
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно