,,სისხლის ბანკი ამ უბედურ შემთხვევას თავისი მარკეტინგისთვის იყენებს"– სერგეენკო


     ,,სისხლის ბანკი ამ უბედურ შემთხვევას თავისი მარკეტინგისთვის იყენებს"– ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შპს „სისხლის ბანკის" წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა.
 
      „აფეთქების შემდეგ კლინიკებში 8 პაციენტი მოთავსდა. იაშვილის კლინიკაში იყო 7 დაშავაბული ბავშვი. მათი მკურნალონისთვის მხოლოდ ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი დაიხარჯა, რაც ძალიან ცოტაა და ამაზე ნაკლები მოცულობის სისხლის პროდუქტი არ არსებობს. სისხლი შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. ამას გარდა, მათ თავისი მარაგიც გააჩნიათ.
 
     რაც შეეხება მოწოდებას და მოსახლეობისგან სისხლის შევსების მოთხოვნას, თავს შევიკავებ შეფასებისგან, რადგანაც, „საჯარო მოხელის კდექსი" არ მაძლევს ამის უფლებას, მაგრამ, როდესაც ვიღაც ამ უბედურ შემთხვევას თავისი მარკეტინგისთვის იყენებს, რომ მოიზიდოს უფასო დონორები, რომ დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც შემდეგ კომერციულად გაყიდის, შეფასებას საზოგადოებას მივანდობ. მსგავსი ქმედების შეფასების უნარი ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. არ ვიცი ამას რა დავარქვა" – აღნიშნა მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно