,,ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობაში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის"– კალაძე


      თბილისის მერმა ბრიფინგზე წარადგინა კანონი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ. კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ამოიღეს კანონის ის მუხლი, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას კრძალავდა.

     „ამ კანონში 2006 წელს იყო 5.5 მუხლი, რომელიც კრძალავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად. იყო ჩამოწერილი მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, შეუძლებელი იყო იმ შენობაში ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში.

     იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გამოდიან და ცრუ ბრალდებებით ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს მე-5 მუხლი ამოიღეს კანონიდან. დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობაში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის „რუსთავი 2"-ის მფლობელი პარტია და ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს ეს არის რაღაც კორუფციული სქემა.

    ამ წლების განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, რეალურად ვხედავთ, რომ არის სერიოზული პრობლემა, რადგან გვყავს ათი ათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობა, რომლებიც მიღებული არ არის ექსპლუატაციაში და, სადაც წლებია, ცხოვრობენ ადამიანები", – განაცხადა კახა კალაძემ.

  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно