,,ჩვენ ნატო-სთან ერთად ვიქნებით ასი პროცენტით, თუმცა მივმართავ წევრ ქვეყნებს, თქვენ უნდა გადაიხადოთ"- ტრამპი


     ჩვენ ნატო-სთან ერთად ვიქნებით ასი პროცენტით, თუმცა მივმართავ წევრ ქვეყნებს, თქვენ უნდა გადაიხადოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის წევრ ქვეყნებთან მეგობრული, წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა და 2019 წელს დიდი ცვლილებები მოხდება.

     „ჩვენ გვსურს, რომ მათ თავდაცვა შეძლონ და მათ სურთ, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი რაკეტებისთვის გადაიხადონ. სხვებისთვის სულელებად ყოფნა დაუშვებელია. არ გვსურს, რომ ასე გვეძახდნენ. გეტყვით, რომ მრავალი წლის განმავლობაში, თქვენს ზურგს უკან, სწორედ ამას ამბობდნენ", – თქვა ტრამპმა.

     აშშ-ის პრეზიდენტი ნატოელ მოკავშირეებს თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით ხშირად აკრიტიკებს და ამბობს, რომ წევრი ქვეყნები ვალდებულების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს არ ხარჯავენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/donald-trampi-chven-nato-stan-ertad-viqnebit-asi-procentit-tumca-mivmartav-wevr-qveynebs-tqven-unda-gadaikhadot/