იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ანა დოლიძეს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ


     იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს, ანა დოლიძეს რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. 

     მოსამართლეები ამტკიცებენ, რომ დოლიძე 2008 წელს რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა და ამ ორგანიზაციას საქართველოს წინააღმდეგ სარჩელების მომზადებაში ეხმარებოდა.

     ,,ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც საბჭოს კომპეტენციაში შედის, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნა. არსებობს მტკიცებულებები და ამას ქალბატონი ანაც არ უარყოფს. მონაცემების შეგროვებას ვგულისხმობ ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის.  ეს იყო რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა, რომელმაც დაიქირავა ქალბატონი ანა იმისათვის, რომ მონაცემები შეეკრიბა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მხოლოდ იმ კუთხით რაც იქნებოდა მაკომპრომენტირებელი ქართველი მეომრების, თითქოსდა მათ ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული”- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.

     ანა დოლიძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ადამიანის ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეების უმეტესობა სწორედ ამ ორგანიზაციის წარმოებულია. იგი ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ კამპანია მხოლოდ იმისთვის აგორდა, რომ სასამართლოში არსებული პრობლემები გადაფარონ. 

     ,,ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობდი არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული, რომლის ამოცანაც არის რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის”– განაცხადა ანა დოლიძემ  
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно