,,პატრიოტთა ალიანსი“ 30 ათას 500 ლარით დაჯარიმდა


     „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 30 ათას 500 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი ბროშურების გამო მიიღო, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.

     თავად "პატრიოტთა ალიანსში” პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ფლაერები ,,ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და ზურაბიშვილისთვის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა.

     საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში უკვე გასაჩივრებულია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно