,,რა მურუსიძე?! ჩინჩალაძე ყოფილა ყველაფერი - კაცი მანტია! კაცი თემიდა! კაცი მახვილი! კაცი სასწორი!"– მძინარაშვილი


     ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 
 
     რა მურუსიძე?! ჩინჩალაძე ყოფილა ყველაფერი -  კაცი მანტია! კაცი თემიდა! კაცი მახვილი! კაცი სასწორი!

     მურუსიძის მიზანი მიღწეულია - მთავარია ჩინჩალაძე ჩამოშორდეს სისტემას!

     მურუსიძე ვინც არის, ვიცით, მაგრამ სასამართლო აბლაბუდას თუ ჩამოვშლით, ჩინჩალაძესთან შედარებით, მართლაც მსხვერპლია - მთელ სისტემას ჩინჩალაძე მართავს თავისი ყოფილი თანაშემწეებით, ყოფილი მდივნებით და თანამშრომლებით, რომლებიც განაწილებული ჰყავს ყველა საკვანძო თანამდებობაზე!

    ჩინჩალაძის ნების საწინააღმდეგოდ ვერავინ გამწესდება სასამართლო სისტემაში და ვერავინ შეინარჩუნებს მანტიას!
 
     მურუსიძე?! მურუსიძის ბედიც ჩინჩალაძის ხელშია! როგორ მოხდა, რომ ამ ერთ კაცს შერთეს თემიდა?! თუ უზენაესი სასამართლოც ხელში ჩაიგდო მისი დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საშუალებით, ჩინჩალაძეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაც შეუძლია!

     სასწრაფოდ მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება: იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაითხოვონ! გასაგებია, რომ მოსალოდნელია საბოტაჟი სასამართლო სისტემაში, მაგრამ აუცილებელია ამ სისტემის გაწმენდა! სხვა შემთხვევაში ჩვენ დიდი განსაცდელის წინაშე დავდგებით! ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო გვჭირდება და არა ჩინჩალაძის მართლსაჯულება!"-წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно