ბაშარ ალ-ასადმა სირიაში ევროკავშირის დიპლომატების ვიზიტები შეზღუდა


     ბაშარ ალ-ასადმა სირიაში ევროკავშირის დიპლომატების ვიზიტები შეზღუდა. ამის შესახებ Euronews-ი ევროპული გაერთიანების მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

     ტელეკომპანიის ცნობით, გაუქმდა საგანგებო ვიზები, რომლის საშუალებითაც ევროკავშირის დიპლომატები ბეირუთიდან დამასკოში ჩადიოდნენ.

     2011 წელს, სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სირიაში დასავლეთის დიპლომატიური უწყებების დიდი ნაწილი დაიხურა. ევროპელი დიპლომატები კი სირიის მისიებისთვის ლიბიის დედაქალაქ ბეირუთში არსებულ დიპლომატიურ უწყებებს იყენებდნენ.

     ბაშარ ალ-ასადის გადაწყვეტილებით, იანვრის დასაწყისში სირიაში ხშირი სტუმრობისთვის გაცემული სპეციალური ვიზები დიპლომატებს გაუუქმდათ. Euronews-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები ასადის მთავრობას არ დაუსახელებია. ტელეკომპანიის წყაროს ცნობით კი ასადის რეჟიმის რეალური მიზანი სირიაში დიპლომატიური უწყებების ამუშავებაა.

     Euronews-ის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დამასკოში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა გართულდება. სირიის სამოქალაქო ომის ფარგლებში, ევროკავშირმა ქვეყნის შიგნით ჰუმანიტარული დახმარებაში 800 მილიონი ევრო დახარჯა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/euronews-is-cnobit-bashar-al-asadma-siriashi-evrokavshiris-diplomatebis-vizitebi-shezghuda/