,,საქართველო მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში"- ბახტაძე


     საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერის" გვერდზე წერს.

     „გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში", – წერს მამუკა ბახტაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно