"მოვითხოვოთ, რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე"- პრეზიდენტი ევროკავშირზე


     "მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე" - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

     პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უნდა სთხოვოს საქართველომ, რომ წევრად გახდომამდე ის წარმოდგენილი იყოს ყველა იმ ფორმატში, რომელშიც საქართველოს ადგილი არის.

     „მე ხაზი გავუსვი, რომ მესმის რა არის დღევანდელ დღეს შემაფერხებელი გარემოებები აქ უფრო ევროკავშირი იგულისხმება, თუმცა ამ რეალიზმის გათვალსიწინებით ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციური საქართველოსთვის, რადგან საქართველოს აქვს ყველა მონაცემები, რათა გადაიდგას სწრაფი ნაბიჯები.

     ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი.

     ჩვენ ვართ იმ სამი ქვეყნიდან ვისაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ვართ უფრო წინმდგომი და ჩვენ ეს სტატუსი უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის, ამის მოდელები არის უკვე ჩვენ ერასმუსში ვართ წევრი, ერასმუსი არის სტუდენტებისთვის, ასევე გაიხსნება ერასმუსი პლუსი ,ეს არის მკვლევარებისთვის ესეც მნიშვნელოვანია,"-აცხადებს ზურაბიშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно