,,საქართველოში ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბე" - პრემიერი


     პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” გახსნა.

     კონფერენციაზე მონაწილეები საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივებზე მსჯელობენ. ასევე რეფორმებზე ფინანსურ სექტორში, დაგროვებით საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზარზე. საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება მეწარმეობის ხელშეწყობა და "მწვანე ეკონომიკა”.

     „საქართველოში ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება სიღარიბე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას, მაგრამ ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო,  არ განვახორციელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს განათლების სექტორში და თუ ვერ გავხდით განათლების სექტორს დომინანტს მთელს ეკონომიკაში,"- განაცხადა პრემიერმა.

     კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно