საქართველოში, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება,აუცილებლად უნდა დასრულდეს- პრეზიდენტი


     პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს- ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.

    "მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно