,,რუსეთისაგან იმიტომ არ შეიძლება ყიდვა, რომ ის ოკუპანტია" - გაჩეჩილაძე


     პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე შსს-ს მიერ თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერს და ამ პროცესში რუსეთთან დაკავშირებული კომპანიის მონაწილეობას ეხმაურება. გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობის თაფლი უნდა არსებობდეს და კარგი იქნებოდა პროდუქტი სამინისტროს საქართველოში შეესყიდა. 

     "რუსეთისაგან იმიტომ არ შეიძლება ყიდვა, რომ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა არ არის იმ დონეზე, იმიტომ რომ ის ოკუპანტია,"-აცხზადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე. 

     შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციამაც. 

     ტენდერის მიხედვით, სხვადასხვა ძალოვან უწყებებს წლის ბოლომდე რუსული თაფლით კომპანი "ვითი" მოამარაგებს და ამისთვის სახელმწიფო მას მილიონ ლარს გადაუხდის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/124614