ვენესუელის სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და საბანკო ანგარიშები გაუყინა


     ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და საბანკო ანგარიშები გაუყინა. გამოცემა „ნასიონალის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გენერალური პროკურატურის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

     ხუან გუაიდოს წინააღმდეგ ვენესუელის გენერალური პროკურატურა გამოძიებას ძალადობრივი ქმედების მიმართულებით ატარებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გუაიდო დამნაშავეა არეულობის ორგანიზებისთვის.

     ოპოზიციის ლიდერი და პარლამენტის სპიკერი ხუან გუაიდო, რომელმაც თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ამბობს, რომ დევნის არ ეშინია და ბრძოლა გაგრძელდება.

     გუაიდომ მხარდამჭერებს 30 იანვარს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/venesuelis-sasamartlom-khuan-guaidos-qveynidan-gasvla-aukrdzala-da-sabanko-angarishebi-gauyina/