,,ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია"– თალაკვაძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე


    ,,ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია"– აღნიშნული კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
 
     თალაკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარი, ვიწროპარტიული აზროვნების ან საგარეო პოლიტიკაში გაურკვევლობის შედეგია. 
 
     ,,საუბარი იმაზე, რომ თითქოს განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, სადმე რაიმე ფორმატში, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. დამიჯერეთ, ვინც ამას ამბობს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ან ამოძრავებთ ვიწროპარტიული ინტერესები, ან ისინი უბრალოდ საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკაში ვერ ერკვევიან. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარმატებით განაგრძობენ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს საკითხები იყოს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში გადაწყვეტილი", - განაცხადა თალაკვაძემ.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно