„ეს არის მუქარა, თანასწორი და თანაბარი ეკლესიები ერთმანეთს ამგვარი ტონით არ უნდა ესაუბრებოდნენ"– გოჩა ბარნოვი


     „ეს არის მუქარა. თანასწორი და თანაბარი ეკლესიები ერთმანეთს ამგვარი ტონით არ უნდა ესაუბრებოდნენ. თუ ჩვენ ამგვარ განცხადებას გადავიტანთ პოლიტიკურ სფეროში ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს პროტესტის ნოტას გაუგზავნიდა"- ამის შესახებ თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს. 
 
     გოჩა ბარნოვი, რუსი სასულიერო პირის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ეს უკანასკნელი ქართულ ეკლესიას ქართულ ეკლესიას დაემუქრა. 

     ,,მე არ ვიცი, ხვალ ან ზეგ საქართველო საპატრიარქო რა განცხადებას გააკეთებს ამ თავხედური, უზრდელური განცხადების გამო, მაგრამ აუცილებელია გაკეთდეს განცხადება, თუ რას ნიშნავს ერს მუქარის ტონი, როცა ორი თანაბარი ეკლესიიდან ერთი მეორეს ემუქრება. სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება ამ ტონთან მიმართებაში და იმ შინაარსთან მიმართებაში რაც მან თქვა  ამ განცხადების დროს - რა გვემუქრება ჩვენ თუ დავდგებით სიმართლის მხარეზე და დავუჭერთ მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას,"-ამბობს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.
 
     ალფეევმა კომენტარი ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე გააკეთა, რომლის თქმითაც, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა ცნოს. ქართველი თეოლოგები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ეკლესიამ რუსეთიდან მომდინარე ამ თავხედურ განცხადებებს უნდა უპასუხოს. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно