,,ივანიშვილი და წულუკიანი იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც პუტინს უნდოდა მოწვდენა"- სააკაშვილი


      მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა ჩემზე უნდოდა ივანიშვილის პატრონს პუტინს. ეს სუბიექტები იქამდეც ვერ მომწვდნენ და ვერც მომწვდებიან. მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს," - აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა ,,კურიერთან" სატელეფონო ჩართვისას გააკეთა. 

      საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თეა წულუკიანმა გუშინ პარლამენტში გააკეთა.

     „მე ვფიქრობ ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები და თავისივე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში რა თქმა უნდა მათ ბადალი არ ჰყავთ მაგრამ კონკრეტულად ამ პიროვნებაზე ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება ვიქტორ ჩერჩილი. ვიქტორ ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა: ბატონო პრემიერ-მინისტრო , თქვენ მთვრალი ხართ! რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა: „ქალბატონო მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან ძალიან მთვრალი ვარ. და თქვენ მახინჯი ხართ. ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! ოღონდ ხვალ დილას მე გამეღვიძება და მე უკვე ვიქნები ფხიზელი. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს.
 
     სააკაშვილზე საუბრის დროს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი სავალალო მდგომარეობაშია და ასეთი სიტუაციაში ყოფნას საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ უსურვებდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно