„ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს"– ზალკალიანი


     „ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასდროს არ იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული და მიღებული."- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, რომელიც საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი  დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს.

    მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს არა მხოლოდ აშშ, არამედ ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა.

     დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა, რომელიც გამოიხტება არამხოლოდ რეზოლუციებში და მხარდამჭერ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებში, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно