,,მადუროს მიერ ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვა გენოციდის ტოლფასია"– გუაიდო


     ნიკოლას მადუროს მიერ ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვა თითქმის გენოციდის ტოლფასია, – ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და თვითგამოცხადებულმა დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ განაცხადა.

     „უზენაესმა სასამართლომ ჰუმანიტარული დახმარება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. უბრალოდ წარმოდგინეთ, ადამიანურობა გამოაცხადეს არაკონსტიტუციურად. ვენესუელის მოსახლეობის სიცოცხლის უფლება გამოაცხადეს არაკონსტიტუციურად. ვფიქრობ, ეს მიუღებელია", – აღნიშნა გუაიდომ.

    ვენესუელაში ჰიპერინფლაციურმა ეკონომიკამ საკვების დეფიციტი შექმნა, რის გამოც ათასობით ადამიანმა ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ნიკოლას მადურო კრიზისის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ აშშ-ს ვენესუელაში გადატრიალების მოწყობა სურს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/khuan-guaido-nikolas-maduros-mier-venesuelashi-humanitaruli-dakhmarebis-dablokva-titqmis-genocidis-tolfasia/