,,რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ცუდი ქმედებების გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას"-სენატორი


     რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ცუდი ქმედებების გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას, – ამის შესახებ გაზეთ „შარლოტ ობსერვერისთვის"  (The Charlotte Observer) მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია – აიდაჰოს შტატი) განაცხადა. სხვა საკითხებთან ერთად, მან რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

     რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა აღნიშნა: „რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქმედებების გამო. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა, კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ეს", – განაცხადა სენატორმა ჯეიმს რიშმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/senatori-jeims-rishi-ruseti-aris-damnashave-misi-regularuli-cudi-qcevis-gamo-chven-unda-vupasukhot-mas/