საქართველო ,,ნატოს" სთავაზობს შესაძლებლობებს იმისათვის, რომ იყოს ღირსეული ნაწილი მისი პოლიტიკის“– იზორია


     ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, წელს უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. ლევან იზორია ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს, როუზ გოტემოლერს შეხვდა.

     „გამოვიყენე შესაძლებლობა, რათა ნატო-საქართველოს სწავლების წინ კიდევ ერთხელ შევხვედროდი ნატო-ს გენერალურ მდივანს და მის მოადგილეს. წელს გვაქვს უპრეცედენტო დინამიკა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, რაც უპირველესად გამოიხატება მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლების განხორციელებაში.

     განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გარემოება, რომ სწავლებას დაგეგმვისა და აღსრულების ნაწილში, ქართული მხარე განახორციელებს. ამ სწავლების პარალელურად, იგეგმება მაღალი დონის სტრატეგიული მნიშვნელობის ვიზიტები. საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივანი და ნატოს სამხედრო კომიტეტი", – განაცხადა ლევან იზორიამ.

     მისი თქმით, წელს იქნება „მეტი ნატო საქართველოში" პრინციპის რეალური განხორციელება, რაც ერთობლივ სწავლებაში, სტრატეგიული დონის შეხვედრებში გამოიხატება და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზეა მიმართული.

     „გასულ წელს წარვდექით ახალი ინიციატივებით, რომელიც გულისხმობს ჩვენი პრაქტიკული მექანიზმების გაფართოებას, რაც ნიშნავს შეკავების პოლიტიკის უფრო გაძლიერებას. ეს თემები, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, ძალიან აქტუალურია ნატო-ს ფარგლებშიც. საქართველო სთავაზობს თავის შესაძლებლობებს იმისათვის, რომ იყოს ღირსეული ნაწილი ამ პოლიტიკის", – განაცხადა ლევან იზორიამ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно