,,მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა"- ბახტაძე


     ,,საქართველოსა და ვენესუელაში პროცესების შედარებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა," – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

     ჟურნალისტმა პრემიერს დაუსვა კითხვა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ, რომ "უკრაინასა და საქართველოში არსებული ვითარება ძალიან ჰგავს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს”.
 
     მისი თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ხუან გუაიდო, როგორც პრეზიდენტი.

     „ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი თქმული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. თუმცა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი, რადგან ძალინ ბევრი კითხვა შემოვიდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თავის დროზე საზოგადოების ინფორმირება არ მოხდა ინტენსიურად. ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ვენესუელაში არჩევნები ჩატარდა, საქართველომ არ ცნო აღნიშნული არჩევნები ლეგიტიმურად და შესაბამისად, არ ცნო ნიკოლას მადუროს რეჟიმი", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

     „ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლებმაც ვაღიარეთ ხუან გუაიდო, როგორც პრეზიდენტი, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც უნდა ჩაატაროს მომავალი არჩევნები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქრონოლოგია. რაც შეეხება სააკაშვილის ამ განცხადებას, კიდევ ერთხელ ანეკდოტების სიაში შევა. ამაზე მეტს ვეღარ დავამატებ", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно