,,თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის აკავებს"- სოფო კილაძე


     "თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს," - ეს განცხადება მმართველი გუნდის დეპუტატმა, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურებიან, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება.

     „ქართული ოცნების" წევრებს იურდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

    „უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,"- განაცხადა სოფო კილაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно