,,პეტრე ცაავამ იკისროს მაზიარებლის პასუხისმგებლობა უფლის წინაშე! რატომ არ აზიარებს?!"– ჟურნალისტი


      ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 
 
     ,,როდესაც დეკანოზ მამალაძის ზიარებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უზიარებლობით დასჯა და მაზიარებლის პასუხისმგებლობა რას ნიშნავს, ძალიან კარგად იციან ეპისკოპოსებმაც და მღვდლებმაც!

     ეს შესანიშნავად იცის დეკანოზმა მამალაძემაც! სწორედ მაზიარებლის პასუხისმგებლობას გაუსვეს ხაზი საპატრიარქოს განცხადებაში. არა ვინმესთვის პასუხის მოთხოვნას და დასჯას დეკანოზის ზიარებისთვის, არამედ მაზიარებელი ღვთისმსახურის პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე! ხომ არიან გულდამწვარი ჭირისუფლები?!

     მათ შორის, მიტროპოლიტიკოსი პეტრე ცაავა ხომ გამოდის ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით?! ჰოდა, აზიაროს! და იკისროს მაზიარებლის პასუხისმგებლობა უფლის წინაშე! რატომ არ აზიარებს?! იცის, ძალიან კარგად იცის, რატომაც!"-წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно