,,მურუსიძეს და ჩინჩალაძეს რომ კოჭი გაუგორონ შეიძლება, ყველაფერი იკადრონ"- მელია


     დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს, ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა.

     ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მოსამართლეების მუდმივად კრიტიკა ისმოდა სწორედ იმ ადამანებისგან, ვინც ახლა მათ უვადოდ დანიშვნას უპირებს. 

     „ამბრაზუმასავით არიან გადაფარებული იმ ადამიანებს, მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვებს, ვისაც მთელი 9 წლის განმავლობაში, ალბათ, არ იყო არც ერთი კალენდარული დღე, როდესაც არ აკრიტიკებდნენ. სისხლის მსმელებს, ზონდერებს, ჯალათებს, რას არ უწოდებდნენ, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. დღეს შეიძლება მურუსიძის და ჩინჩალაძის გამო, რომ მათ უბრალოდ გაუგორონ კოჭი, ყველაფერი იკადრონ. დავალება აქვთ, ხალხნო, ივანიშვილისგან. შეუძლებელია, ეს ესმოდა, მაგალითად, მდინარაძეს წლების წინ და აღარ ესმის ახლა? ახლაც არ მოსწონს, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია, რომ სხვა პოზიცია დააფიქსიროს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა მელიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно