,,ყველა საბანკო მაქინაცია ქადაგიძის "ЧУТКОЕ РУКОВОДСТВО"-ს ქვეშ მიმდინარეობდა"–გაბრიჭიძე


     ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,მამუკა ხაზარაძე TBC ბანკიდან მიდის. დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე".

     იმ ტექსტში არის სხვა მრავალი გულისამაჩუყებელი ფრაზა, რომლებსაც არ გავიმეორებ (ბროკოლიჭამიებისთვის დამითმია), მაგრამ ნიშანდობლივია სწორედ ეს აბზაცი, რომელიც მოვიყვანე.

    "ანუ" ადამიანურ ენაზე რომ ვთქვა, იქ ლონდონში "დიდმა ბიძიებმა" ნახეს ხაზარაძის თემა და უთხრეს - იზვინი ბრატ, უნდა ჩაიჩოჩოო. ცხადია ხაზარაძის გადადგომა-არგადადგომა საქართველოს მოსახლეობის ძაააალიან დიდ ნაწილს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია (მათ შორის მეც ????), თუნდაც საბანკო სექტორის მიმართ "პროლეტარული" დამოკიდებულების გამო, მაგრამ "დაინახე პოზიტივის" ფარგლებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტი იქნება მესიჯი იმ სხვა "მსხვილი მოთამაშეების" მიმართ, რომლებმაც დააწესეს ის კაბალური პირობები, რითაც მოსახლეობაში (ცხადია ბროკოლიჭამიების გარდა ????), ნებისმიერი ბანკისა, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ საშინლად ანტიპათიური და აგრესიული განწყობა შექმნეს.

    ჰოოოდა კიდევ რა მაინტერესებს - ილიაუნის განათლების მჭედელი, რომ არის, აი ის, თანამედროვე მაკარენკოსა და ფრუ სტერგნერის (მასწავლებელი "პეპი გრძელი წინდადან") შთამომავალი ქადაგიძე, რომელიც სანამ "საგანმანათლებლო" გზას შეუყვებოდა, ეროვნული ბანკის უნფროსი იყო და ყველა საბანკო მაქინაცია მისი "ЧУТКОЕ РУКОВОДСТВО"-ს ქვეშ მიმდინარეობდა, მაგის საქმე რაფერ იქნება?– წერს გია გაბრიჭიძე. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно