„ხმა უნდა მივცეთ ამ კანონპროექტს, რომ დროებით მეტასტაზირების პროცესი შეჩერდეს" -მელია


     „ხმა უნდა მივცეთ ამ კანონპროექტს, რომ დროებით ეს მეტასტაზირების პროცესი შეჩერდეს," - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა, ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის დარბაზში გააკეთა.
 
     ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

     მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს, ყველა დეპუტატმა მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ. ნიკა მელიას შეფასებით, დღეს არის ისტორიული შანსი.

     „ერთგვარი რეფერენდუმია - მურუსიძე, ჩინჩალაძე და ა.შ; თუ თქვენი, ჩვენი შვილები,"- განაცხადა ნიკა მელიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно