,,არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე როგორც გმირები არიან მისი მშობლები"– ბახტაძე


      არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა. მათ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს მოკლულის ოჯახის წევრებს. 

     სასტიკი მკვლელობის შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა მამუკა ბახტაძემ. იგი ოტხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებაზეც საუბრობს.

     "არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე როგორც გმირები არიან მისი მშობლები რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს, ჩვენ სწორედ ასეთი დანაშაულების გამო შევქმენით ტატუნაშვილი ოთხოზორიას სია და ამ სიაში არიან შეყვანილი ბრალდებული პირები, რომელსაც საერთაშორისო სამართლითი უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ რომ გაითვალისწინოს ეს სია და ვიმედოვნებ რომ 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას,"-აცხადებს მამუკა ბახტაძე. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно