,,არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი"– ციხელაშვილი


     ტატუნაშვილის საფლავზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსწონს ვინმეს, თუ არა, დამნაშავეების დასჯის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. 

    „არჩილი არის მსხვერპლიც და გმირიც. ის მსხვერპლი არის იმ საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც უკვე ასე ღიად 10 წელია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტზე ასე დაუდევრად არღვევს ადამიანის უფლებებს, სიცოცხლის უფლების ჩათვლით, საუბედუროდ. ხოლო, დამნაშავეები ჯერჯერობით ისევ დაუსჯელები დადიან. და გმირია, იმიტომ, რომ, რომ მან აჩვენა გმირობის მაგალითი და მან საკუთარ სამშობლოს შესწირა თავი გაუტეხლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ერთის მხრივ, დაისაჯონ დამნაშავეები და ეს საკითხი დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, მოსწონს ვინმეს, თუ არ მოსწონს, არ მოიხსნება, იმიტომ, რომ ადრე, თუ გვიან სამართალი უნდა აღსრულდეს და თქვენ იცით, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ ინსტრუმენტს იყენებს, იმ ინსტრუმენტებს, რაც არის მის ხელთ, მათ შორის, სამართლებრივს, პარლამენტის მიერ დადგენილ სიას და რა თქმა უნდა, ყველა მოლაპარაკების ფორმატს,"-განაცხადა ქეტევან ციხელაშვილმა. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно