,,არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო"-ბესელია


    „აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას," - ეს განცხადება „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.

     ეკა ბესელიას თქმით, ის არ ეთანხმებოდა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო. ბესელიას თქმით, ყოფილ თანაგუნდელებს შორის არიან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ხმას არ იღებდა ან მათ რიგებში იყვნენ.

    „აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით. ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად," - ამბობს ბესელია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно