„საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიანაც კარგია თუ არ შენარჩუნდება" -ძიძიგური


     საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა პრობლემას არ წარმოადგენს.

     მათი განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭირო აღარც არის, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები შეტანილია.

     „საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალიანაც კარგია თუ არ შენარჩუნდება. კონსტიტუცია ჩვენ მივიღეთ და სულაც არ ვართ ჩვენ კონსერვატორები მომხრე, რომ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს დატოვებული. ყველა მივეჩვევით, რომ ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно