სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გამაგრებული რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გამოყავთ


     სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გამაგრებული რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქურთ მებრძოლებს ათასობით მოსახლე უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.

     მხოლოდ 22 თებერვალს ბაგუზის დასახლებიდან სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა 7 ათასამდე ქალი და ბავშვი გამოიყვანეს. საერთო ჯამში ბოლო კვირებში რეგიონი 20 ათასზე მეტმა მშვიდობიანმა მოსახლემ დატოვა. თუმცა ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

     სირიაში, ერაყის საზღვართან ახლოს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ფინალური ოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ტერორისტული დაჯგუფების წევრებს ქალაქი შიგნიდან აქვთ გამაგრებული. ამიტომ, მშვიდობიანი მოსახლეობის სრული ევაკუაციის შემდეგ სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები რადიკალებს დანებებას შესთავაზებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქალაქს შტურმით აიღებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/siriashi-islamuri-sakhelmwifos-mier-gamagrebuli-regionidan-mshvidobiani-mosakhleoba-gamoyavt/