,,იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ" - ხაზარაძე


     „ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ," - ეს განცხადება „თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

     ხაზარაძე დღეს პარლამენტში ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ იმყოფებოდა, თუმცა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა და დეპუტატებს არც ბანკის დამფუძნებლებისთვის და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის არ მოუსმენიათ.

     მამუკა ხაზარაძემ უკმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის გამო.

     ხაზარაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება, რომ თითქოს პარლამენტში მისვლით და მსჯელობით, „თიბისი ბანკს" რაიმე სახის ზიანი მიადგებოდა. 

     მისივე განცხადებით, დღეს საკითხი უკვე აღარ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და „თიბისის", საკითხი ეხება ქვეყნის რეპუტაციას და მის სტაბილურობას. 

     დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ. საქმის ირგვლივ დეპუტატების კითხვებისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უნდა ეპასუხათ. 

თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომა, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/126882