,,უსაფთხოების სამსახური კი არ უნდა გერქვათ, არამედ საქართველოსთვის საფრთხისშემცვლელი სამსახური"– მჟავანაძე


       ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:     
 
     ,,სუსი მოქმედებს სააკაშვილის მეთოდებით. ის ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას, სუსი ცდილობს მასზე ყველანაირი ზემოქმედების მეთოდი გამოიყენოს. ვერანაირი კაგებეშნიკური მეთოდი ჩემზე არ გაჭრის. უწყება რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უნდა იცავდეს პირიქით ებრძვის ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ეროვნული ინტერესებითაა აღვსილი და ყველაფერს აკეთებს ამ ინტერესების რეალობაში გასატარებლად.
 
    უწყება რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების ექსპანსიის შესაჩერებლად, ებრძვის იმ ადამიანებს ვინც სწორედ ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს ამხელს. კაგებეშნიკური მეთოდები დაგიძველდათ. თვალთვალი, მიყურადება, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა იმ ადამიანებზე განახორციელეთ ვინც ქვეყანას ებრძვის, ჩემთან მსგავსი ხრიკები არ გაგივათ. რაც უფრო მეტ ზეწოლას ვიგრძნობ თქვენგან მით უფრო საშიში ვიქნები თქვენთვის. თქვენ უსაფთხოების სამსახური კი არ უნდა გერქვათ არამედ საქართველოსთვის საფრთხისშემცვლელი სამსახური. ებრძვით ეროვნულ სულისკვეთებას და ეროვნულ ინტერესებს და ახალისებთ თურქულ, აზერბაიჯანულ, რუსულ სპეცსამსახურების მოქმედებებს. ზურგს უკან ვგრძნობ თქვენი აგენტების სუნთქვასაც კი თქვე ფარჩაკებო, ვინ უნდა დააშინოთ თქვე მართლა კურდღლებო. სააკაშვილის ზონდერები არ გაგიცივდეთ კარგად მოუარეთ, მალე დამთავრდებით როგორცვე ეს ხელისუფლება დამთავრდება"– წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно