,,ბატონო ბიძინა, ჩვენ იქ აღარ დავბრუნდებით, მარტო მოგიწევთ მურუსიძეებთან და უგულავა-ბოკერიებთან სიარული"-ქურდაძე


     ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:   
 
     ვერაფრით ამიხსნია, როგორე უნდა გადააყოლოთ ამ სუბიექტს, ქვეყანა და ადამიანური ღირებულებები?!.. 

     ზღვა ქველმოქმედება და ის მილიონები მაინც არ გეცოდებათ, რაც თქვენი ერისა და ქვეყნისთვის გაიღეთ?!.. . როგორ შეიძლება, ამ "შემოულაწუნე" პერსონაჟს ანაცვალოთ ამდენი ადამიანის სითბო და მხარდაჭერა?!... 

     რატომ აგროვებთ საკაშვილის ნახმარ და გადაყრილ ნივთებს, ნუთუ, 4 მილიონიან მოსახლეობაში, ამათი შემცვლელი ვერ მოიძებნა, ეს ხომ ქართველი ხალხის შეურაწყობაა?!... 

    თუ ჩვენი არ გჯერავთ, კითხეთ ბერას და ის გეტყვით, რატომ გეცლებათ გვერდიდან ათიათასობით ადამიანი?!... გინდათ, თქვენი ახირებით, სააკაშვილის ჯოჯოხეთში დააბრუნოთ ქვეყანა და ქართველი ხალხი?!.. 
 
    პარდონ... არა, ბატონო ბიძინა, ჩვენ იქ აღარ დავბრუნდებით, მარტო მოგიწევთ მურუსიძეებთან და უგულავა-ბოკერიაბთან სიარული(!)... 
 
    ჩვენ თქვენგან წავალთ, მაგრამ ეს არ ნისშავს, რომ სააკაშვილთან მივალთ, არც ბურჯანაძეს, უსუფაშვილს და სხვა ხელომოცარულებს ჰქონდეთ მაგის იმედი... 

    ჩვენ მივალთ იმ გოგო-ბიჭებთან, სტიქიური უბედურების დროს, ერთად რომ იდგნენ ტალახში ამოსვრილნი, მაგრამ ყველაზე სუფთანი და გაუსვრელნი... მათ, "ახალი საქართვეო" ჰქვიათ, ისინი აქ, ყოველ მეორე ქართველში არიან, რასაც თქვენ და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ამჩნევს!..."– წერს ბონდო ქურდაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно