უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი გრიცენკო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება


     უკრაინის პარტია „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი გრიცენკო ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება.

     გრიცენკოს თქმით, სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას მოისურვებს. ამის შესახებ გრიცენკომ ადგილობრივ რადიო „ენვეს" განუცხადა.

     „ვფიქრობ, სააკაშვილს უხეშად, უკანონოდ მოექცნენ. სახელმწიფომ მარტივად არ უნდა მისცეს და წაართვას პასპორტი ადამიანს. თუმცა, უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა სააკაშვილის სურვილი უნდა იყოს", – განაცხადა გრიცენკომ.

     მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოერთვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ukrainis-prezidentobis-kandidati-anatoli-gricenko-mikheil-saakashvils-ukrainis-moqalaqeobis-aghdgenas-hpirdeba/