ჩრდილოეთ კორეამ სოჰაეს რაკეტების გამშვები ობიექტის აღდგენა დაიწყო


     ჩრდილოეთ კორეამ სოჰაეს რაკეტების გამშვები ობიექტის აღდგენა დაიწყო. სატელიტური სურათები აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრიდან ორ დღეში გადაიღეს.

     ფხენიანის მახლობლად, ტონგჩანგ-რიში მდებარე ობიექტი მხოლოდ სატელიტების გასაშვებად და ძრავების შესამოწმებლად გამოიყენებოდა და ბალისტიკური რაკეტები აღნიშნული ადგილიდან არასდროს გაუშვიათ.

     აღნიშნული ობიექტის დაშლა ჩრდილოეთ კორეამ გასულ წელს დაიწყო, თუმცა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შეფერხების შემდეგ, პროცესი შეაჩერა. სატელიტური სურათების ანალიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რაკეტების გამშვები ობიექტის ნაწილი ჩრდილოეთ კორეამ 16 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდში აღადგინა.

     გასული წლის სექტემბერში, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს უთხრა, რომ სოჰაეს რაკეტების გამშვებ ობიექტს დახურავდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/chrdiloet-koream-sohaes-raketebis-gamshvebi-obieqtis-aghdgena-daiwyo/