რას ითხოვდა გახარია ხაზარაძისგან - პროკურატურამ წერილი გაასაჯაროვა


     "ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს" - პროკურატურაში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დგინდება, რომ ის შს მინისტრს ეკუთვნის.

     პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე განმარტეს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს მტკიცებულებას და დასტურად მას ასაჯაროვებენ.

    „ხაზარაძემ განმარტა, რომ დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ასლი და არ დაასახელა შუამავლის ვინაობა, რომელმაც მას ეს ე.წ. წერილი გადასცა," - აცხადებენ პროკურატურაში.

     მათივე მტკიცებით,  გამოძიება მოკლებულია დოკუმენტის გადამოწმებისა და მისი ავთენტიკურობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ხაზარაძეს მათთვის არ გადაუცია დოკუმენტის დედანი.

     პროკურორის მტკიცებით, ისინი აქვეყნებენ „ე.წ. დოკუმენტს" და განმარტავენ, რომ მამუკა ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно