,,პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის შინაარსი უფრო საგანგებო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით"– გოცირიძე


     პროკურატურის მიერ გავრცელებული წერილის შინაარსი უფრო საგანგებო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, ვინაიდან ეს არ ეხება მხოლოდ „თიბისი ბანკს", არამედ ეხება მთლიანად მედიის გაკონტროლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

     როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, წერილში პირდაპირ არის შანტაჟი და მოთხოვნა, რომ „ტვ პირველი" დაჯდეს სამთავრობო ტალღაზე და ამისთვის აძლევენ ხუთდღიან ვადას.

     „წინასაარჩევნოდ „ტვ პირველი" უნდა მოემსახუროს სალომე ზურაბიშვილს, უფრო მეტიც „არტარეა", კულტურის არხი, რომელიც „თიბისის" დაფუძნებულია, უნდა გაპოლიტიკურდეს და აქედანაც უნდა ისმოდეს მთავრობის მხარდამჭერი განცხადებები. ასევე ხაზარაძემ უნდა გააკეთოს „ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო განცხადებები და წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიადგება ზარალი. საერთაშორისი ზიანი უკვე აღსრულდა, რადგან ანაკლიის პორტი ვერასდროს წელში ასეთ ვითარებაში ვერ გაიმართება. რაც შეეხება მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, პროკურატურის განცხადება ამასთან დაკავშირებით არაფერს ნიშნავს. წერილი გაგზავნილია ექსპერტიზაზე ლონდონში, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს თითის ანაბეჭდებიც. დაველოდოთ ლონდონის ანალიზს და იქნებ გახარიას ხელის ანაბეჭდებიც კი აღმოჩნდეს, გაგზავნის წინ იქნებ გადაიკითხა კიდეცდა ჩაეღიმა, რა მაგარი შანტაჟის წერილი დავწერეო", – განაცხადა გოცირიძემ.

     პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, არჩევნების წინ, მან ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მისი თქმით, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ხაზარაძე გუშინ საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. მისი თქმით, გამოკითხვაზე წერილის ასლი წარადგინა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

     ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ დღეს „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ, პრინტერზე დაბეჭდილ ე.წ. დოკუმენტს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნია.





скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/roman-gociridze-prokuraturis-mier-gavrcelebuli-werilis-shinaarsi-ufro-sagangebo-aghmochnda-vidre-velodit/