თუ თურქეთი ეს-400-ს შეიძენს, ამას სერიოზული შედეგი ექნება- პენტაგონი


     თუ თურქეთი რუსეთისგან ეს-400-ს შეიძენს, აშშ-სგან საბრძოლო თვითმფრინავ ეფ-35-ს და საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „პატრიოტს" ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

     ჩალზ სამერსის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი ქვეყნებისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

     „თუ თურქეთი ეს-400-ს შეიძენს, ამას სერიოზული შედეგი ექნება. ანკარა ვერ მიიღებს ეფ-35-ს და „პატრიოტს.” აღნიშნულ სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების და თურქეთის ურთიერთობა შეჩერდება." განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

     შტატების მხრიდან არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანკარა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო დანადგარ ეს-400-ის ყიდვას კვლავ აპირებს. როგორც 8 მარტს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, სისტემის განთავსება ქვეყანაში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/pentagoni-tu-turqeti-es-400-s-sheidzens-amas-seriozuli-shedegebi-eqneba/