,,არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი"- წულუკიანი


     თეა წულუკიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ მისი მოთხოვნები სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, მაშინ ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.

     იუსტიციის მინისტრის თქმით, მის უწყებაში არის რამდენიმე ისეთი თემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. როგორც წულუკიანი აცხადებს, ახლა სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია.

     მინისტრი ამბობს, რომ თუ ეს თემები ისე არ გადაიჭრა, რომ მისი აზრი იქნა გაზიარებული, ის „გვერდზე გადგება."

     არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია.

     ,,მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას, თუნდაც ამჟამად მიმდინარეს პარლამენტში არ ეხება, ეს არის საკითხი, რომელიც მე ვთვლი, რომ არის მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის, და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის ფასეული. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно