,,თეა არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს გული ძალიან დამწყდება"– კალაძე


     ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, თეა წულუკიანი წლებია მათი თანამებრძოლია და თუ ის გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დიდი დანაკლისი იქნება.

     კალაძის განაცხადებით, გუნდში არსებობს რესურსი ისეთი თანამებრძოლების შესანარჩუნებლად, როგორიც თეა წულუკიანია.

     ƒ”„თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია "ქართული ოცნება" შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში,"- განაცხადა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно