,,ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა"– ზალკალიანი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე


     ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ  აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

     მინისტრის თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობას წვდომა ჰქონდეს. 

    „ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება ამისდა მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. მყისიერად გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან მათ შორის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებთან, გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან, ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ  აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно