ქერჩის სრუტეში ინციდენტის გამო ევროკავშირმა რუსეთის რვა მოქალაქეს სანქციები დაუწესა


     „შავ სიაში" მოხვდნენ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაური, ანექსირებული ყირიმის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ე.წ. უფროსი და კიდევ ექვსი სამხედრო.

     ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, აღნიშნული პირები პასუხისმგებლები არიან ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში ვითარების ესკალაციასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე.

     25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.

     ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, გადასცეს უკრაინას მისი ხომალდები და უზრუნველყოს ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/qerchis-sruteshi-incidentis-gamo-evrokavshirma-rusetis-rva-moqalaqes-sanqciebi-dauwesa/