,,პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს"– ციხელაშვილი ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე


     სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ცხინვალში გარდაცვილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.


     ,,ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით ის დააკავეს ახალგორში და მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალა, სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა. უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჯენევის თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებების დადგენა და მიეცეს ადექვატური შეფასება ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно