თუ შევეგუებით, რომ ერთ ქვეყანას შეეძლება მოიპაროს ტერიტორიები, იგივე შესაძლოა მოხდეს სხვა ადგილებში - კურტ ვოლკერი


      შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა,  რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის 5-წლისათვზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

     კურტ ვოკერის თქმით, მსოფლიო საზოგადოებამ უკვე იხილა ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისა და ტერიტორიების მიტაცების მაგალითები საქართველოსა და უკრაინაში.

     ვოკერის თქმით, არსებულ ვითარება მთელი ევროპისთვის წარმოადგენს პრობლემას და ვითარებასთან შეგუების შეთხვევაში შესაძლოა მსგავსი მოვლენები სხვა ქვეყნებშიც განმეორდეს.

     „ევროპაში მიღებულ ყველა ძირითად დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანამ თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან სხვა ქვეყნების მიმართ, პატივი უნდა სცეს მის პოლიტიკური ორიენტაციას, ევროპაში არ უნდა მოხდეს საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პრინციპების დაცვას და შევეგუებით, რომ ერთ ქვეყანას შეეძლება დაესხას თავს მეორეს, მოპაროს ტერიტორიები, განაგრძოს ადამიანების მკვლელობა, იგივე შესაძლოა მოხდეს სხვა ადგილებში. სინამდვილეში, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. ასე მოხდა საქართველოში და ხდება უკრაინაში. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს მოლდოვის ნაწილიც. ასე რომ, ეს არის საკითხი, რომელიც მთელ ევროპას ეხება. ჩვენ უნდა დავიცვათ ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობისა პრინციპები,”-განაცხადა ვოლკერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно