"მეც ამრევია ღილაკები" - ანრი ოხანაშვილი


     საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხმის მიცემის დროს ღილაკები მასაც არევია.

     ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს შეცდომა შეიძლება, ყველა ადამიანმა დაუშვას. მისი თქმით, ზოგჯერ დეპუტატი შეიძლება, ფიქრობდეს, რომ კენჭისყრაზე გამოტანილი საკითხის წინააღმდეგია, მაგრამ რეალურად მწვანე ღილაკს აჭერდეს ხელს.

     "კი, ამრევია მეც ღილაკი. ეს არის ტექნიკური საკითხი. არის შემთხვევა, მით უმეტეს, თბილისის პარლამენტის შენობაში, როდესაც არის საკითხი, რომელზეც ტექნიკურად ფიქრობ, რომ გაქვს საწინააღმდეგო პოზიცია და რეალურად აჭერ მწვანე ღილაკს. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომლის დროსაც შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა შეცდომა დაუშვას," - განაცხადა ოხანაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно