,,არ წახვიდეთ ბატონო გიგა, თქვენ კიდევ ბევრი კრიტიკა უნდა გარგუნოთ ამ ტრიბუნიდან"- წულუკიანი ბოკერიას


     არ წახვიდეთ ბატონო გიგა, თქვენ კიდევ ბევრი კრიტიკა უნდა გარგუნოთ ამ ტრიბუნიდან, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს" წევრს, გიგა ბოკერიას.

    თეა წულუკიანი პარლამენტს სამინისტროს მუშაობის შედეგებს აცნობს.

    ამასთან, თეა წულუკიანს სხდომაზე გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ ხმამაღლა ესაუბრა, არაფერი ესმოდა.

    „იმ ნაწილების გარდა, სადაც წინა ხელისუფლებას ლანძღავდით, არაფერი ისმოდა, ხმამაღლა, თუ შეიძლება", – მიმართა ბოკერიამ წულუკიანს.

    „მე თქვენზე, ბატონო გიგა, დროს მერე დავხარჯავ, ეჭვი გაქვთ ალბათ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ. გავაგრძელებ იმით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვისაც ალბათ სასიცოცხლო დავაზე, აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ", – განაცხადა წულუკიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно