„არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს"- მამუკა ბახტაძე


    „არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში გააკეთა, სადაც ის შეკითხვებს პასუხობდა. 

    პირდაპირი ეთერის დროს დასმული კითხვის პასუხად მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ გამოძიება არა ბანკის საქმეზე, არამედ სულ სხვა ტრანზაქციაზე მიმდინარეობს, რომელშიც კონკრეტული პირები არიან ჩართული.

     „არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს. ეს არაერთხელ განვაცხადე. „თიბისიმ" და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ,"- განაცხადა ბახტაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно