,,ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება"– წულუკიანი ბოკუჩავას


    "თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას,"- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო ტრიბუნიდან. თეა წულუკიანს გუშინ გაკეთებული იმ განცხადების შესწორება მოუწია, როდესაც მან აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. 

     წულუკიანის თქმით, მან და თინა ბოკუჩავამ კულუარებში ისაუბრეს და ერთგვარად შეთანხმდნენ კიდეც. მინისტრის თქმით, შეთანხმების მიხედვით, თუ ის განცხადებას გამოასწორებდა, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მასზე გენედერული ნიშნით უარყოფით კომენტარს გააკეთებდა, ბოკუჩავა მას დაიცავდა. 

    იუსტიციის მინისტრი მომავალში ოპოზიციონერი დეპუტატისგან პირობის შესრულებას ითხოვს.

    ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერმანეთს და შევთანხმდი, რომ გავასაჯაროებდი, რაზეც ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს. იმაზე, რომ მე ვთქვი, რომ თქვენი გუშინდელი განცხადებები იყო ზედაპირული, თქვენ მითხარით, რომ თუ ამას იტყვით ტრიბუნიდან, მე თქვენ დაგიცავთო, ვასაჯაროებ, რაზე ვილაპარაკეთ, თორემ მე თქვენთან კულუარებში სასაუბრო არაფერი მაქვს. მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადებ, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას. მაგრამ ამის სანაცვლოდ, თქვენ დამპირდით, წეღან იქ მითხარით, რომ ჩემმა ლიდერმა თქვენზე უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო, დიახ, სააკაშვილი უხამსი კაცია, რომელმაც ჩემზე უხამსობით და გენდერული ნიშნით ანეკდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ როდესაც ჩემი ლიდერი თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/128826